ახალი ამბები

დელისის საბაგიროსთან ფერდობი ჩამოინგრა

22 ივლისი, 2015 • • 1074
დელისის საბაგიროსთან ფერდობი ჩამოინგრა

დელისის საბაგიროსთან ფერდობის ჩამონგრევაზე ინფორმაცია ალექსანდრე ელისაშვილმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გაავრცელა. 

 

“დღეს არასწორად წარმართული მშენებლობის გამო ისევ ჩამოინგრა ფერდობი – ამჯერად დელისის საბაგიროსთან, ნადარეიშვილის ქუჩაზე. დაინგრა ავტოფარეხი, შიგ მოყვა მანქანა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ იყო. ეს ყველაფერი რამდენიმე რამის ბრალია და მათ შორის იმის, რომ პარლამენტი არადა არ იწყებს სამშენებლო კოდექსის განხილვას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სამშენებლო ნორმები და სტანდარტები,”- წერს ელისაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

 

თბილისის მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ფერდობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

“დაზიანდა ერთი მანქანა”, – აცხადებენ მერიაში.


ფოტო: ალექსანდრე ელისაშვილი
ფოტო: ალექსანდრე ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი