ლექსო მაჭავარიანს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის სხდომა ლექსო მაჭავარიანს ხმაურის გამო დაატოვებინეს. კომიტეტი განიხილავდა გოგა ხაჩიძის კანონროექტს, რომლის თანახმადაც, მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ჩასვან.

ლექსო მაჭავარიანი მოძრაობა 2.06-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს მოძრაობა მხარს უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციებიც გამართა


კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ლექსო მაჭავარიანს შენიშვნით რამდენჯერმე მიმართა, შემდეგ კი მანდატურს მოუწოდა, ლექსო მაჭავარიანი დარბაზიდან გაეყვანათ.



ლექსო მაჭავარიანი პარლამენტის მანდატურს კომიტეტის სხდომიდა გაყავს
ლექსო მაჭავარიანი პარლამენტის მანდატურს კომიტეტის სხდომიდა გაყავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ქეთი მაჭავარიანი