ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

21 ივლისი, 2015 • 926
ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

 კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკითხი კენჭისყრაზე ორჯერ დააყენა. პირველ კენჭისყრაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა 5-მა დაპუტატმა საკითხს მხარი დაუჭირა, თუმცა ხუნდაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რაოდენობა საჭირო არ იყო იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი გასულიყო. ვინაიდან კომიტეტის დანარჩენი წევრები პარლამენტში მიმიდნარე სხვა კომიტეტების სხდომას ესწრებოდნენ, გამოაცხადა შესვენება და ხელახალი კენჭისყრა კომიტეტის დანარჩენი წევრების მოსვლის შემდეგ  ჩაატარა. მეორე კენჭისყრის შედეგების თნახმად, კანონპროექტის წინააღმდეგ 8 დეპუტატმა ასწია ხელი, 5-მა კი თავი შეიკავა. 


ეს კანონპროექტი პარლამენტში პირველად 30 ივნისს, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მოისმინეს. ამ კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

 

გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე წამყვანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულოა ადამიანის უფლებათა, ჯანდაცვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტების დასკვნები. კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებში მოისმინეს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი