ახალი ამბები

აქციის “არა პანორამას” მონაწილეები დაკავებულთა მხარდასაჭერად ორთაჭალაში მიდიან

19 ივლისი, 2015 • 1778
აქციის “არა პანორამას” მონაწილეები დაკავებულთა მხარდასაჭერად ორთაჭალაში მიდიან

აქციის მონაწილეთა ცნობით, დაკავებულები არიან ვახო ქარელი, ირაკლი მგალობლიშვილი, ელენე მალშევსკი–ჯაყელი, ანა მამულაშვილი, მარიამ ნანობაშვილი, ნატა ფერაძე, კოსტა ჩაჩანიძე, ვიკა ბაქარაშვილი, კესო კალაძე.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა “ტაბულას” ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.

Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015


პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. შსს–ს განმარტებით იგი ადმინისტრაციული წესით, 166–ე მუხლით არის დაკავებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს.


პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი


აქციის სხვა მონაწილეებმა გიგა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად მათაც იგივე წარწერა გააკეთეს ფურცლებზე. სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ, პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. აქციის მონაწილეთა გარდა, დაკავებულთა შორის არის “ტაბულას” ფოტოჟურნალისტი ალქესანდრე გიორგაძეც.

საპატრულო პოლიცია აქციის ორგანიზატორს, ნატა ფერაძეს აკავებს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
საპატრულო პოლიცია აქციის ორგანიზატორს, ნატა ფერაძეს აკავებს. 19.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პოლიცია აკავებს
პოლიცია აკავებს ‘ტაბულას’ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე გიორგაძეს. 19.07.2015. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი