სამართალდამცავებმა პირველად აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი წაიყვანეს. შსს–ს განმარტებით, იგი ადმინისტრაციული წესით, 166–ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
აქციის სხვა მონაწილეებმა მისი დაკავება გიგა მახარაშვილის პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს. სოლიდარობის ნიშნად მათაც იგივე წარწერა გააკეთეს თავიანთ პლაკატებზე. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს.
UPDATE: თბილისის საკრებულოსთან სამართალდამცავებმა “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართული აქციის 10 მონაწილე დააკავეს იგივე მიზეზით, რის გამოც მანამდე გიგა მაქარაშვილი.
Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015
აქციის მონაწილეთა გარდა, დაკავებულთა შორის არის “ტაბულას” ფოტოჟურნალისტი ალქესანდრე გიორგაძეც.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა “ტაბულას” ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.
Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015
UPDATE: დაკავებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.