ახალი ამბები

ლატვია რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

16 ივლისი, 2015 • 957
ლატვია რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას 2015 წლის 10 ივლისს სადემარკაციო ნიშნების გადაწევასთან დაკავშირებით.


“ასეთი ქმედებები არის პროვოკაციული და ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონში მშვიდობაზე, ეს ზრდის უნდობლობას, უფრო ართულებს კონფლიქტის გადაჭრას და უზღუდავს ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილების თავისუფლებას,”– აღნიშნიულია სამინისტროს განცხადებაში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულბები.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკბებების ფორმატში უნდა გაგრძელდეს დისკუსიები, რათა მოიძებნოს კონფლიქტიდან გრძელვადიანი გამოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი