ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანისთვის სამუშაოები 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყება

4 ივლისი, 2015 • • 1382
თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანისთვის სამუშაოები 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყება

“ზოოპარკის სავარაუდო ტერიტორიაც კარგად არის გათვლილი იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიაში უკვე არსებობს ზოოპარკის გადმოტანაზე. ჩვენ ალბათ უკევ ამ შემოდგომიდან დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას ახალი ზოოპარკის შემოღობვისა და ცალკეული ვოლიერების გადმოტანის თაობაზე”, – განუცხადა ბიძინა გიორგობიანმა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა “კურიერს”.

 

თბილისის მერის განცხადებით, ახალი ზოოპარკის პროექტი უკვე მომზადებულია და ახლა საჭიროა ცალკეული ვოლიერების პროექტების მომზადება.

 

“ეს ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზად გამწვანებული და ძალიან კარგი პროექტი გაკეთდება იმისათვის, რომ გაცილებით უფრო ფართო ტერიტორიაზე უფრო თანამედროვე და მოწესრიგებული ზოოპარკი მივიღოთ. პროექტი, რომელიც თბილისის მერიაში ინახება და რომლის ძირითადი კონცეფციაც არის მზად, ახლა უკვე საჭიროებს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ცხოველების თუ ფრინველების ვოლიერების მუშა პროექტების მომზადებას, რაც უახლოეს მომავალში გაკეთდება”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “რუსთავის 2”-თან საუბრისას.

 

თბლისის ზოოპარკი 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ დაიტბორა. დაიხოცა ზოოპარკის ბინადრების დიდი ნაწილი და განადგურდა მისი ინფრასტრუქტურა.

 

თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი