ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკის ბინადართა სია სტიქიამდე

23 ივნისი, 2015 • 3617
თბილისის ზოოპარკის ბინადართა სია სტიქიამდე

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ზოოპარკის ბინადართა სია სტიქიამდე ასე გამოიყურებოდა:


მტაცებლების განყოფილება

 

თეთრი ლომი – 6

ლომი – 8

ვეფხვი – 7

სერვალი – 1

მგელი – 13

ტურა – 2

ცივეტა – 1

დათვი – 13

ლეოპარდი – 2

იაგუარი – 3

აფთრისებრი ძაღლი – 1

აფთარი – 4

მელა – 3

დიდყურა მელა – 2

მილკბილა – 1

 

 

ჩლიქოსნების განყოფილება

 

ზებრა – 5

დიკ დიკი – 1

სპილო – 2

ნიამორი – 3

ჰიპოპოტამი – 1

მარტორქა – 1

ლამა – 5 (1ც გორში)

კეთილშობილი ირემი – 2

ხალებიანი ირემი – 3

ტაპირი – 1

აზავერები – 9 (2 ნაშიერი)

ცხენი – 9

პონები – 11 (2 ნაშიერი)

კამერუნის თხა – 60

კანა – 1

ფაფრიანი ცხვარი – 2

ვირი – 4

პრეჟევალსკის ცხენი – 1

ჯუჯა პონი -1

ფალაბელა – 2

ტახი – 9

ჯიხვი – 3

 

 

ფრინველების განყოფილება

 

პინგვინი – 17

ფარშავანგი – 22

გედი – 3

სვავი – 4

ორბი – 5

ბექობის არწივი – 1

ველის არწივი – 2

მთის არწივი – 2

კონდორი – 1

ხონთქრის ქათამი – 8

ალმასისფერი ხოხობი – 7

ოქროსფერი ხოხობი – 5

ოქროსფერი ბაჯაღლო ხოხობი – 1

ვერცხლისფერი ხოხობი – 8

სამეფო ხოხობი – 8

სვაინოს ხოხობი – 2

გავაზი – 1

კოლხური ხოხობი – 30

გარეული იხვი – 35

ინდაური – 8

მტრედი – 30

თუთიყუში არა – 3

განუყრელი თუთიყუში – 65

ტალღოვანი თუთიყუში – 36

კორელა – 16

როზელა – 2

აბისინიური რქაცხვირა – 1

გვირგვინოსანი წერო – 1

წეროტურფა – 2

ახალზელანდიური თუთიყუში – 4

საყელოიანი თუთიყუში – 2

თუთიყუში ჟაკო – 3

თუთიყუში კაკადუ თეთრი – 1

მომღერალი თუთიყუში – 1

ჰოლანდიური ქათამი – 2

სირაქლემა – 4

 

 

პრიმატების განყოფილება

 

ლემური – 6

მაჩვზღარბა – 5

მწვანე ანთარი – 3

ჰამადრილის ბაბუინი – 15

ენოტი – 3

ქოჩორა გიბონი – 1

სიამანგი – 2

შინშილა – 7

 

 

ეგზოტარიუმი

 

თევზები – 469

ქვეწარმავლები – 98

 

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015

 

ზოოპარკის მენეჯერმა მარიამ კურტანიძემ ნეტგაზეთს 17 ივნისს განუცხადა, რომ 14 ლომიდან, სტიქიის შედეგად, დაიღუპა 3, მოკლეს 6 და ცოცხლად გადარჩა 5; შვიდი ვეფხვიდან მოკლულია ექვსი და ეძებენ ერთს; დაღუპულია სამივე იაგუარი; 13 მგლიდან დაღუპულია 4, მოკლულია 7 და ცოცხალია 2; დაღუპულია ოთხივე მელა; ცოცხლად გადარჩა ორივე ტურა; ზოოპარკში ჰყავდათ 4 აფთარი, აქედან 1 დაიღუპა, 2 მოკლულია და ერთს ეძებენ; 13 დათვიდან 8 დაიღუპა, 2 მოკლეს და 3 ცოცხალია.

 

დღეის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გაქცეულ ზოლებიან აფთარსა და ვეფხვს ეძებენ. სტიქიის შედეგად დატბორილ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი დახურულ ვოლიერებში დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს.

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი