ახალი ამბები

ანონსი: 23 ივნისი

22 ივნისი, 2015 • • 1211
ანონსი: 23 ივნისი

09:30 “ექსპო ჯორჯიაში” სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
თემა: ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ბიო მეურნეობების სერტიფიციერების, რეგისტრაციისა და კონტროლის პროცედურები.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #118, პავილიონი 3


10:00 სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში” საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პროექტი კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სამუშაო შეხვედრას გამართავს.
თემა: უზენაესი სასამართლოს როლის გააზრება დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში

 

10:00 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართება.
თემა: უმაღლეს განათლებაში ცვლილებების მართვა (ლა მანში)
მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ #2

 

10:30 არასამთავრობო ორგანიზაციები: “მზის შვილები”; “ქვიშის საათი”; “ჩვენი ბავშვები” პორტალ “კვირას” პრესკლუბში უფლებადამცველ გრიგოლ გაგნიძის წაინააღმდეგ, რომელმაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები არაკორექტულად მოიხსენია, პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00 სოფელ ახალდაბაში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი “13-14 ივნისის სტიქიის გამო დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე დასრულებულ სამუშაოებს დაათვალიერებენ.

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური და ანალიტიკოსი, პროექტის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 13 ივნისის მოვლენების შემდგომ სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა”, II სართ.

 

11:00 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სტიქია – დაავადების გავრცელების რისკები, ინფექციები, დაბინძურებული ტერიტორიები; მთის კანონი, რომლის განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:00 სასტუმრო “ამბასადორში” რეგიონული სამუშაო შეხვედრა “უკეთესი კლინიკური მართვა დედათა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად: ციფრებს მიღმა” გაიმართება, რომელშიც თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მეან-გინეკოლოგები, UNFPA-ის რეგიონული და საქართველოს ოფისის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გია ვოლსკი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, სააკაშვილის საქმე – პროკურატურის განცხადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

11:00 სასტუმრო “ბეტსიში” სახალხო დამცველი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე სპეციალური ანგარიშისა და საპარლამენტო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

 

11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ – რის გამო ითხოვს “უფლებადამცველთა გაერთიანება” ყოფილი პრეზიდენტისვის ბრალის დამძიმებას; პროკურატურის განცხადება სააკაშვილის საქმეზე .

11:30 თსუ-ს ჰუდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გეოლოგიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დასკვნა ვერეს ხეობასა და სხვა საშიშ ზონებთან დაკავშირებით; რა საფრთხეებზე საუბრობს ექსპედიცია, რომელმაც სტიქიის დღეებში იმუშავა; სად არის გამოსავალი.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, აშშ-ის საგარეო უწყების მოხსენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან და რისკებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა”, II სართ.

 

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: უეფას სუპერთასის ბილეთები – “საქართველო შესაძლოა, საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალში გაეხვეს”.

12:00 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.
თბილისი, კინოდარბაზი, ა კორპუსი, 0 სართული

12:00 საქართელოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები ინფორმაციას მოისმენენ.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

12:00 “სახალხო ბანკის” დაზარალებული აქციონრების წარმომადგენლები დავით ერისთავი და სოფიო ხორგუანი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის უსაფუძვლო და არარეალური განცხადებები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

12:00 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათთბირო ოთახი #520

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, სააკაშვილის საქმე – პროკურატურის განცხადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბრიფინგს გამართავს, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.
ადგილი: ზ. ფალიაშვილის ქ. #59

 

13:00 “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

13:00 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს
მის.: ლეონიძის ქ. #3

 

13:00 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი, მუსლიმი თემისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

15:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და სასამართლოს მხრიდან “კორუფციის გაუგონარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას” გაავრცელებს.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

15:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

15:00 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #221

 

15:00 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #638

 

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდება.

 

16:30 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული რეგიონების განვითარების საბჭოს სხდომა ჩატარდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #439

17:00 მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი პაპკიაურის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი