ახალი ამბები

ამერიკის ელჩი: ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოსადმი

18 ივნისი, 2015 • 1249
ამერიკის ელჩი: ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოსადმი

  

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ელჩმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „კონფერენციის გახსნის ნაწილში ჩვენ ვიხილეთ ევროპის სოლიდარობა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს საქართველოს მიმართ. ეს კონფერენცია ეხება საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის თემებს,  სადაც  ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოსადმი. ამ კონფერენციაზე კვლავ დადასტურდა ის განწყობა, რომ ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

 

როგორც ამერიკელი დიპლომატი, მე ვაკვირდები ამ კონფერენციას და ვხედავ იმ მხარდაჭერას, რომელსაც იღებს საქართველო ევროპული სახელმწიფოების მხრიდან.“

მასალების გადაბეჭდვის წესი