ახალი ამბები

ქუთაისში 56 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 ივნისი, 2015 • • 1306
ქუთაისში 56 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

56 წლის ლევან აბზიანიძე 17 ივნისს ღამით ქუთაისში, რუსთაველის პარკში, გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილის ახლობლები ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან  საუბარში აცხადებენ, რომ აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური სემოწმების მიზნით დაალევინეს:

 

“პოლიციამ წაიყვანა ნარკოტესტზე. ოჯახის წევრებთან უთქვამს, სამი კაკალი შარდმდენი დამალევინესო. არაფერი არ აღმოჩენია ,მაგრამ ამ სამმა კალალმა შარდმდენმა ალბათ დაუგდო წნევა, გახდა ცუდად და სიტყვა ვერ თქვა, გათავდა კაცი”-აცხადებენ ახლობლები.  

 

“ლევან აბზიანიძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა. მას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და პოლიციამ გაუშვა. ამ დროისათვის დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი”- აცხადებენ შს სამინისტროში. 


შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი