ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს მთავრობამ დროებითი სარგებლობისთვის ტერიტორია გადასცა

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ბინადრებს ეკონომიკის სამინისტრომ დროებით სარგებლობაში ფართი გადასცა. ზემოხსენებული ფართი სამგორში, კაიროს 9 ნომერიში (“აფრიკის” დასახლება) მდებარეობს.

“დროებითი თავშესაფარი ჩვენს ბინადრებს სამგორის რაიონში, კაიროს 9 ნომერში მდებარე სოკოს სათბურების ტერიტორიაზე მისცეს. ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტერიტორია ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს” დროებითი სარგებლობისათვის გადასცა. უპირველესი პრობლემა, რაც უნდა მოგვარდეს, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაა. ამჟამად მიმდინარეობეს ჩვენი ბინადრების გადმოყვანა აღნიშნულ მისამართზე. იყავით ყურადღებით, როგორც კი დაგვჭირდება მოხალისეების თანადგომა, ჩვენი გვერდის საშუალებით გამოვაცხადებთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავშესაფრის ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს.

ელიზბარაშვილის ძაღლების ძველი თავშესაფარი წყალდიდობამ გაანადგურა.

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

 

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

ტერიტორია, რომელიც ძაღლების თავშესაფარს გადაეცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დათო ქოქოშვილი