ახალი ამბები

რაგბის კავშირი ბილეთებიდან შემოსულ თანხას სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს გადასცემს

15 ივნისი, 2015 • 1157
რაგბის კავშირი ბილეთებიდან შემოსულ თანხას სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს გადასცემს

 

 

 

„საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეთა ოჯახებს. თბილისის თასის მეორე რაუნდის, 17 ივნისს გასამართ მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს“ – წერია განცხადებაში. 

„მსოფლიო რაგბის“ თბილისის თასის 2015 წლის მეორე ტურის მატჩები 17 ივნისს, 17:00 და 19:00 საათებზე გაიმართება.

ბილეთების შეძენა ხვალიდან განახლდება და მისი შეძენას გულშემატკივრები 5 ლარად  ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში შეეძლებენ.

სალაროები 12 საათიდან 19 საათის ჩათვლით იმუშავებს.

 

 

თბილისის თასი 2015 -ის  დარჩენილი მატჩების განრიგი:

ოთხშაბათი, 17 ივნისი

17:00 – ურუგვაი – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი

17:00 – ურუგვაი – მზარდი იტალია
19:00 – საქართველო – მზარდი ირლანდია

მასალების გადაბეჭდვის წესი