ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ადიდებულმა ვერემ გაანადგურა [ვიდეო]

14 ივნისი, 2015 • 2136
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ადიდებულმა ვერემ გაანადგურა [ვიდეო]

მენთეშაშვილის თქმით, პერსონალი ცხოველების დახმარებას ცდილობდა, თუმცა დატბორილ თავშესაფარს თვითონაც ძლივს დააღწიეს თავი.

“აღარ არსებობს, ჩაიძირა თავშესაფარი. ჩვენ გადავრჩით და ახლა სასაფლაოებიდან ჩამოვდივართ. ცხოველები არ ვიცი რა მდგომარეობაში არიან. მე თვითონ სასაფლაოზე ვარ გამოქცეული და 5 პერსონალი კიდევ. ჩვენც ძლივს ვუშველეთ თავს. სანამ მთლიანად შემოვიდოდა წყალი, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და ვუშვებდით ძაღლებს. რომ ჩაიძირა თავშესაფარი, მერე უკვე რა უნდა გვექნა? თავს ვუშველეთ და სასაფლაოებზე გავასწარით. ჩვენს მდგომარეობას ახლა აღარ ემუქრება საფრთხე,” – ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი, დავით მენთეშაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარის ოფიციალური Facebook-ის გვერდის ცნობით, თავშესაფარარში მობინადრე ყველა დათვი ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო.

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი პირველად 4 ივნისს დატბორა. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპული ძაღლების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, პირველი სტიქიის შედეგად ოცზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

ისევ დატბორა თავშესაფარი

Posted by Tazo Elizbarashvili on Saturday, June 13, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი