ახალი ამბები

TI: თბილისში სახელფასო დანამატისა და პრემიების რაოდენობა 2012 წლიდან იზრდება

12 ივნისი, 2015 • • 1413
TI: თბილისში სახელფასო დანამატისა და პრემიების რაოდენობა 2012 წლიდან იზრდება

ორგანიზაციის ცნობით, 2012-2014 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში, ჯამშ,ი 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს – 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი- 18,2 მილიონი.

 

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა. მაგრამ იმის გამო, რომ უწყებებს სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხის მოცულობა უფრო დიდია, აცხადებს TI.

 

საერთაშორისო გაჭვირვალობის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში) 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით, ჯამში, 18,1 მილიონი ლარი გაიცა.

 

იმერეთში 2014 წელს გაცემული თანხების ოდენობა 2013 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ნაკლებია. ჯამში, 2012-2014 წლებში იმერეთში 12,6 მილიონი ლარი გაიცა პრემიისა და დანამატების სახით; აქედან 2012 წელს – 4,1 მილიონი, 2013 წელს – 5,2 მილიონი, 2014 წელს კი- 3,2 მილიონი ლარი, აცხადებს ორგანიზაცია.

 

ამავე კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 10,7 მილიონი ლარი იქნა გაცემული, მათ შორის 2012 წელს – 3,4 მილიონი, 2013 წელს – 3,5 მილიონი, ხოლო 2014 წელს კი- 3,8 მილიონი ლარი.

 

ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში საკვლევი პერიოდის მანძილზე 8 მილიონ ლარზე მეტი გაიცა: 2012 წელს- 2,5 მილიონი ლარი, 2013 წელს- 2,5 მილიონი ლარი, 2014 წელს კი- 4 მილიონი ლარი.

 

შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში გაცემული თანხის ოდენობამ 2012-2014 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: 2012 წელს 2 მილიონი გაიცა, 2013 წელს- 3 მილიონი, 2014 წელს კი- 2 მილიონი ლარი.

 

2012-2014 წლებში კახეთის მუნიციპალიტეტში 6,6 მილიონი ლარი გაიცა. 2012 წელს – 170 ათასი ლარი, 2013 წელს – 2,6 მილიონი ლარი, 2014 წელს კი -2,2 მილიონი ლარი.

 

ფული
ფული

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასი დანამატის სახით, ჯამში, 3,3 მილიონი ლარი გაიცა; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში კი- 2,3 მილიონი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში – 1,1 მილიონი ლარი. გურიაშიც 2012-2014 წლებში პრემიის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

 

‘საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო და მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემა.

 

რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ, აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა, (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა;

 

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, უახლოეს მომავალში დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ ჩვენ მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებზე და შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დადგენილებებში, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვანად მოაგვარებს არსებულ მანკიერ პრაქტიკას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ეკონომიას და ხარჯვის გამჭვირვალობას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი