ახალი ამბები

facebook-ის ცნობით, “პანდას” კავშირი ჰქონდა წაშლილ პროსამთავრობო გვერდებთან

20 დეკემბერი, 2019 • 3475
facebook-ის ცნობით, “პანდას” კავშირი ჰქონდა წაშლილ პროსამთავრობო გვერდებთან

Facebook აცხადებს, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან, ასევე სარეკლამო კომპანია პანდასთან, იყო დაკავშირებული. ნეტგაზეთი ცდილობს სარეკლამო კომპანიასთან დაკავშირებას.

განახლება: პანდა ამბობს, რომ ინფორმაცია “არასწორი ინტერპრეტაციით” გავრცელდა. მათი მიმართვა წაიკითხეთ აქ.

სარეკლამო სააგენტო პანდა ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სხვა, მუსიკალური პროექტით გახდა. საუბარია მუსიკალურ ჯგუფზე, რომლის რამდენიმე ვიდეო-კლიპმაც youtube-ზე ფურორი მოახდინა. მოგვიანებით პანდა სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.

პანდა გავლენის ქვეშ არ ექცევა – სარეკლამო სტატია პანდას სარეკლამო ბაზარზე შემოსვლის შესახებ.

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

ამავე თემაზე

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი