ახალი ამბებისამართალი

ოქროპირიძის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

9 ივნისი, 2015 • 1229
ოქროპირიძის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

“საქმე გვაქვს იმასთან, რომ როგორც წინა საქმეში, ასევე ამ საქმეში, პროკურატურა არის სუსტი და ვერ ასაბუთებს ბრალდებას,”- განაცხადა მან.

ადვოკატი აცხადებს, რომ ახალი, უსაფუძვლო ბრალდება პროკურატურამ იმიტომ წარუდგინა ოქროპირიძეს, რომ მას 12 ივნისს ციხე არ დაეტოვებინა.

ოქროპირიძეს ბრალი ლაშა მახარაძის მკვლელობაში ედება. მის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა 13– საათიანი მსჯელობის მიუხედავად, ვერდიქტი ვერ გამოიტანეს და ნაფიც მსახულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა გახდა საჭირო. ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატრიმობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ მას დღეს პატიმრობას არ შეუფარდებდნენ, ციხეს 3 დღეში დატოვებდა.

პროკურორი დავით ჩხენკელი ამბობს, რომ ამ საქმეს არანაირი შემხებლობა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს, დღეს, 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა საქმეზე, რომლისთვისაც მას ბრალი პროკურატურა გუშინ, 8 ივნისს წაუყენა და რომლითაც ოქროპირიძე ცრუდასმენაშია ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

28 ივლისისთვის ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა გიორგი ოქროპირიძის მიერ ცრუდასმენის საქმეზე, რომელიც ეხება მის მიერ სახალხო დამცველისთვის პატიმრობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომელიც გამოძიების ცნობით, არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი