ახალი ამბები

ავიაკომპანია YANAIR თბილისი-კიევისა და ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

9 ივნისი, 2015 • • 1516
ავიაკომპანია YANAIR თბილისი-კიევისა და ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით თავდაპირველად კვირაში ორი, ხოლო მ.წ. 2 ივლისიდან  სამი სიხშირით კვირაში.

 

ავიაკომპანია YANAIR საქართველოს ავიაბაზარზე 2014 წლის აგვისტოში შემოვიდა  და რეგულარულ ფრენებს ასრულებდა კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ოდესასა და ბათუმს შორის დღემდე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.

 

სამინისტროს ცნობით, კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ავიაკომპანია YANAIR-ის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2014 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 3174 მგზავრი შეადგინა, ხოლო კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით გადაყვანილ იქნა 7467 მგზავრი.

 

ავიაკომპანია YANAIR-ის გარდა,  უკრაინის მიმართულებით ფრენებს ანხორციელებენ აგრეთვე „უკრაინის ავიახაზები“,  „დარტი“ და „დნეპრავია“.

Yanair
Yanair

მასალების გადაბეჭდვის წესი