ახალი ამბები

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

28 მაისი, 2015 • • 1007
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

როგორც მერიაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს. 

 

უწყების ცნობითვე, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, 2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის ბიუჯეტით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.




მასალების გადაბეჭდვის წესი