ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი გაგრის მოდერნიზაციას იწყებს

28 მაისი, 2015 • • 1538
რუსეთი გაგრის მოდერნიზაციას იწყებს

“დღეს ქალაქის მთავარ ქვესადგურზე ფაქტიურად ყველა მოწყობილობა გამოცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევუდექით მუშაობას. 2016 წლამდე ყველა ქვესადგურის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა ლევ კუზნეცოვმა, რუსეთის მინისტრმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში [აღნიშნული სამინისტრო ახალი შექმნილია].

 

საივნესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში ახორციელებს, წლის ბოლომდე იგეგმება, ასევე, აფხაზეთის ძირითადი სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით, მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა.  მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქციაც.

 

გაგრა; ფოტო: ნეტგაზეთი
გაგრა; ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი