ახალი ამბები

ნობელიანტი მათემატიკოსი ჯონ ნეში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

24 მაისი, 2015 • 4718
ნობელიანტი მათემატიკოსი ჯონ ნეში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

ავტოავარიის დროს გარდაიცვალა მათემატიკოსის მეუღლე ალისია ნეშიც, რომელიც მასთან ერთად ტაქსში იმყოფებოდა. როგორც BBC წერს, ავტოავარიის დროს მათ ღვედი არ ეკეთათ.

 

ჯონ ფორბს ნეში უმცროსი 1928 წლის 13 ივნისს დაიბადა. პრინსტონის უნივერსიტეტში უფროს მკვლევარ- მათემატიკოსად მუშაობდა. ნეშს წვლილი მიუძღვის ისეთი მიმართულებების განვითარებაში, როგორებიცაა თამაშის თეორია, დიფერენციალური გეომეტრია და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები. 1994 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის, რეინჰარდ სელტენთან და ჯონ ჰარსანისთან ერთად.

ჯონ ნეში. ფოტო – nobelprize.org
ჯონ ნეში. ფოტო – nobelprize.org

 

ფილმ “ბრწყინვალე გონებას”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, საფუძვლად ჯონ ნეშის ცხოვრება დაედო – მისი მიღწევები მათემატიკაში და ბრძოლა შიზოფრენიასთან. მსახიობმა რასელ ქროუმ, რომელიც ფილმში ნეშის როლს თამაშობდა, მათემატიკოსის გარდაცვალების გამო მწუხარება საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი