ახალი ამბები

თურქეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოშიც გააპროტესტეს [ფოტო]

24 მაისი, 2015 • 1649
თურქეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოშიც გააპროტესტეს [ფოტო]

თურქეთის საელჩოსთან სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეგან ბაზის” წარმომადგენლები 12:30 საათიდან იკრიბებოდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: “ჯობია, დღეს იყო აქტიური, ვიდრე ხვალ რადიოაქტიური”, “ჩვენ არ გვჭირდება რადიო- აქტიური ნივთიერებები, გადაარჩინე დედამიწა”.

“თურქეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ექსპანსიური და ზედემტ მოხმარებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკის შედეგად, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე იგეგმება 2 ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. 2010 წელს მერსინის პროვინციაში რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება (სამხრეთ-თურქეთი, ხმელთაშუაზღვისპირეთი) 4800 მეგავატიანი, სამრეაქტორიანი ელექტროსადგურის აშენების თაობაზე, ხოლო 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იაპონურ კომპანია “მიცუბიშის მძიმე მრეწველობასთან” და ფრანგულ კომპანია “არევასთან” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქალაქ სინოპთან (ჩრდილოეთ თურქეთი, შავიზღვისპირეთი) 4480 მეგავატიანი ოთხრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ეს პროექტები დიდ საფრთხეს შეიცავენ არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებისათვის, როგორც თურქეთის მიერ განხორციელებული ჰიდროელექტროპროექტების შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სეისმურად აქტიურია, რაც გამოწვეულია არაბეთისა და ევრაზიის ფილაქნების ტექტონიკური რღვევევითი პროცესების შედეგად. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი მცირე სეისმური აქტივობა შესაძლებელია გახდეს კატასტროფის მიზეზი. ეს არ გახლავთ მხოლოდ თურქეთის ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემა, არამედ ეს პრობლემა მთლიანად რეგიონს აყენებს საფრთხის ქვეშ.”

როგორც თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ამბობენ, თურქეთის საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ თურქ ხალხს და მოუწოდებენ თურქეთის ხელისუფლებას, ხელი აიღოს მსგავსი პროექტებიდან. მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობამაც უნდა აიმაღლოს ხმა აქ არსებულ გარემოსდაცვით და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში გამართული აქციის პარალელურად, თურქეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა საბერძნეთში, სომხეთში და კვიპროსშიც გააპროტესტეს.

აქცია თურქეთის საელჩოსთან, 24.05.2015, ფოტო: მაგდა სარსევანიძე

აქცია თურქეთის საელჩოსთან, 24.05.2015, ფოტო: მაგდა სარსევანიძე

აქცია თურქეთის საელჩოსთან, 24.05.2015, ფოტო: მაგდა სარსევანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი