ახალი ამბები

26 მაისს რუსთაველზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იქნებიან

24 მაისი, 2015 • 1294
26 მაისს რუსთაველზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცებიც იქნებიან

ეს განცხადება დღეს მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვდედრის შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.

გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება. ეს ქართულ–ამერიკული სწავლება დღეს მთავრდება. თინა ხიდაშელმა სწავლება წარმატებულად შეაფასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა:

“ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო 26 მაისს იხილავს, იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან,” – განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობამ სარერზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოყო. ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი