ახალი ამბები

მუსიკა და ფასდაკლებები წიგნებზე საგაზაფხული ფესტივალზე

21 მაისი, 2015 • • 1687
მუსიკა და ფასდაკლებები წიგნებზე საგაზაფხული ფესტივალზე

ფესტივალში მონაწილეობენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, „ლოგოს პრესი“, „არეტე“, ლიტერატურის მუზეუმი, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“, „ბუქსითი“ და სხვა.

 

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” განმარტებით, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი, არნახული ფასდაკლება წიგნებზე, სახელოვნო კაფე „ამო რამეს“ ლიტერატურული კერძები და კულინარიის აკადემიის მასტერკლასები, საჯარო ლექციები ლიტერატურაზე, ახალი წიგნების პრეზენტაციები და ცოცხალი მუსიკა.

 

ფილარმონიაში მოეწყობა სპეციალური საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს ზალიკო სულაკაურის გასართობი ცენტრისა და სამხატვრო სტუდიის პროგრამა დახვდებათ: ხელნაკეთი წიგნების დამზადება, ილუზიონისტების შოუ, ანიმაციის ვორკშოპი, სახის მოხატვა და სხვა.

 

ფესტივალის განრიგი:

22 მაისი – 15 საათი – Blue Sun ♫
22 მაისი – 16 საათი – ქართული ჯადოსნური ზღაპრების პრეზენტაცია
22 მაისი – 17 საათი – ლაშა თოფურია ♫
22 მაისი – 18 საათი – ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია – ჩემი საყვარელი წიგნი
22 მაისი – 19 საათი – Mellow ♫

23 მაისი – 13 საათი – მიშელ უელბეკი “კუნძულის შესაძლებლობა” – პრეზენტაცია და შეხვედრა წიგნის მთარგმნელთან, მერაბ ფიფიასთან. 
23 მაისი – 14 საათი – ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ ლექცია
23 მაისი – 15 საათი – ლიკა შუბითიძე, ტატო გეგეჭკორი, ზიკო ნაზღაიძე ♫

23 მაისი – 16 საათი – კულინარიული შოუ
23 მაისი – 17 საათი – პეჩო ♫

23 მაისი – 18 საათი – ლაშა ბუღაძის „საუბრები ცენზურაზე“ – პრეზენტაცია
23 მაისი – 19 საათი – ძია ნოდარის ბენდი ♫

24 მაისი – 14 საათი – კულინარიული შოუ
24 მაისი – 15 საათი – შოთა ადამაშვილი ♫
24 მაისი – 16 საათი – ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია
24 მაისი – 17 საათი – The Mins ♫
24 მაისი – 18 საათი – ლია ლიქოკელი – პოეზიის საათი
24 მაისი – 19 საათი – Gravity ♫

საგაზაფხულო ფესტივალი - წიგნი და მუსიკა
საგაზაფხულო ფესტივალი – წიგნი და მუსიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი