ახალი ამბები

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 29 მაისამდე შეიზღუდება

18 მაისი, 2015 • 1227
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 29 მაისამდე შეიზღუდება

დეპარტამენტის ცნობით, დროის ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების გამო შეიზღუდება. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი