ახალი ამბები

თბილისის ეგზოტარიუმში 13 მახრჩობელა გველი გამოიჩეკა

14 მაისი, 2015 • 3918
თბილისის ეგზოტარიუმში 13 მახრჩობელა გველი გამოიჩეკა

ზოოპარკის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გველის კვალობაზე ახლადგამოჩეკილი ქვეწარმავლები ძალიან მშვიდები არიან და ამჟამად დედისგან განცალკევებით იმყოფებიან:

 

”ქვეწარმავლებს დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნიათ, შესაბამისად, დედა გველები შთამომავლობის მოვლით და გამოკვებით თავს არ იკლავენ. არც ძუძუკებზე ჰყავთ გრძელ-გრძელი შვილები ჩამოკონწიალებული (ძუძუკები არც აქვთ საერთოდ) და არც პირით ეზიდებიან საჭმელს. გაჩენისთანავე ტოვებენ მათ და წიწილები პირველსავე დღიდანვე თვითონ ზრუნავენ საკუთარ თავზე.”

 

თბილისის ზოოპარკის ცნობით, გველის წიწილები სპეციალურ ყუთში იმყოფებიან. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2-3 კვირა, სანამ კანს არ გამოიცვლიან, ქვეწარმავლებს ჭამის მოთხოვნილება არ გააჩნიათ.

 

ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი