ახალი ამბები

ბერძენიშვილი: თუ ვინმე ამბობს, რომ ერთ დღესაც იმპერიალისტები თავისით წავლენ, ცდება

11 მაისი, 2015 • • 998
ბერძენიშვილი: თუ ვინმე ამბობს, რომ ერთ დღესაც იმპერიალისტები თავისით წავლენ, ცდება

“ძალიან კარგია, რომ ფხიზლდება საზოგადოება. საზოგადოებაში უნდა იყოს მეტი განათლება, მობილიზება და ყურადღება. საზოგადოებას ნამდვილად აქვს მექანიზმი და ეს მექანიზმია საზოგადოებრივი დაუთანხმებლობა – არ შევუშვათ, კედლად დავუდგეთ, ხუთნი თუ არიან, ჩვენ 500 უნდა ვიყოთ. თუმცა, თუ მხოლოდ ერთს არ მოსწონს ეს ლენტი და ცხრას მოსწონს, კანონიც ბევრს ვერაფერს იზამს. კანონით დისკრიმინაციაც აკრძალულია, თუმცა 17 მაისს აქციას მაინც ვერ ატარებენ”, – ამბობს ბერძენიშვილი.

 

“თავისუფლების ქარტიის” იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის განმარტებითვე, კომისიის, რომლის მეშვეობით კომუნისტურ-ტოტალიტარული პროპაგანდისტული სიმბოლიკა უნდა აღმოიფხვრას, “გიორგის ლენტი” არც კომუნისტურ და არც ტოტალიტარულ პროპანგანდისტულ სიმბოლოს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ სიმბოლოს, ე.წ. გიორგის ლენტს, დღეს, კანონის ფარგლებში, სახელმწიფო ვერ შეებრძოლება. 

 

“თავისუფლების ქარტია ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით არის შექმნილი და თავიდანვე იყო განსაზღვრული, რა არის ტოტალიტარული და საბჭოთა სიმბოლიკა. პოეზიის დონეზე ეს ლენტი ფაშიზმია, მაგრამ კანონის დონეზე არ არის ფაშისტური სიმბოლო. ჯერჯერობით, არსებულ კანონმდებლობაშიც არ არის ეგ მომენტი გათვალისიწინებული, სამწუხაროდ, – ამბობს ბერძენიშვილი. 

 

ბერძენიშვილის განმარტებითვე, ამის მიუხედავად, თუ კომისიას აღნიშნული საკითხის განხილვაზე მიმართავენ, კომისია შეიკრიბება და განიხილავს,- “ზოგადად, არ ყოფილა ჯერჯერობით არც ერთი ფაქტი, რომ კომისიისთვის მსგავს საკითხზე მოემართათ. ესეც გამაოგნებელია.”

 

რაც შეეხება თავად იმ საკითხს, თუ რისი სიმბოლოა ეს ლენტი, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ “ის არის რუსული იმპერიალიზმის სიმბოლო. რუსეთში სურთ, რომ ეს სიმბოლო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას დაუკავშირონ. ფაშიზმის წინააღმდეგ ომში კი მთელი მსოფლიო იბრძოდა, და რუსეთი და მათი გიორგი არაფერ შუაშია. საბჭოთა კავშირი მხოლოდ მონაწილე იყო ამ საერთო ბრძოლის, თუმცა ამტკიცებენ, რომ სწორედ მათ მოიგეს ომი. ამ ტყუილს დიდხანს ნერგავდნენ. ამ ომში გადამწყვეტი სიტყვა საბჭოთა კავშირს არ უთქვამს, 100 ქვეყანა იყო კიდევ მათ გარდა. ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის როლი, მაგრამ ამერიკაზე მნიშვნელოვანი მაინც არ ყოფილა”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი სიმბოლოების გამოჩენის გამო სახელმწიფოს მაინც სიფრთხილე მართებს.

 

“საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. საჭიროა, სახელმწიფო ფრთხილად იყოს, კანონის დაცვით ყველა კაპიკი დაუთავლოს და ებრძოლოს. თუ ეს ბრძოლა დისკომფორტს გულისხმობს, საჭიროა დისკომფორტიც”.

 

9 მაისს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. გიორგის ლენტებით, რომლებსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის ოკუპაციისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამს, მოქალაქეები მივიდნენ. ლენტების გამოს წარმოქმნილი დაპირისპირებისა და კერძოდ, ლენტების ჩამოხსნის გამო შვიდი ადამიანი დააკვეს. დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი – შენიშვნა გამოუცხადა.


ლევან ბერძენიშვილი; ფოტო: ლიბერალი
ლევან ბერძენიშვილი; ფოტო: ლიბერალი


მასალების გადაბეჭდვის წესი