ახალი ამბები

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

3 მაისი, 2015 • 2556
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ეროვნულ კინოცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ უკანასკნელ პერიოდში რეზო ჩხეიძე ავადმყოფობდა. 

 

რეზო ჩხეიძე 1926 წლის 9 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

 

“ეროვნული ფილმოგრაფიის” ცნობით, რეზო ჩხეიძე 11 ფილმის დამდგმელი რეჟისორია, მათ შორის არის “ჩვენი ეზო”(1956), “მაია წყნეთელი”(1959), “განძი”(1961), “ზღვის ბილიკი”(1962), “ჯარისკაცის მამა”(1964), “ღიმილის ბიჭები”(1969), “ნერგები”(1972), “მშობლიურო ჩემო მიწავ!”(1980). გარდა ამისა, რეზო ჩხეიძეს ეკუთვნის 

 

რეზო ჩხეიძე 1963-1973 წლებში იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006 წლებში კინოსტუდია “ქართული ფილმის” გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინოფაკულტეტის კათედრის გამგე.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია. ასევე, დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა დაფარავს. 

 

რეზო ჩხეიძე. ფოტო – რეზო ჩხეიძის Facebook გვერდიდან
რეზო ჩხეიძე. ფოტო – რეზო ჩხეიძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი