ახალი ამბები

კატმანდუ მიწისძვრის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი ნეპალიდან

25 აპრილი, 2015 • 4684
კატმანდუ მიწისძვრის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი ნეპალიდან

მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან და ქალაქ პოხარადან თანაბარი მანძილით იყო დაშორებული. როგორც BBC წერს, ბიძგები გავრცელდა მთელ რეგიონში, მათ შორის პაკისტანში, ბანგლადეშში და მეზობელ ინდოეთშიც.

მიწისძვრის შემდეგ შეშინებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. მობილური კავშირი და სხვა სახის კომუნიკაციები გაითიშა.

თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, ნეპალის დედაქალაქის ისტორიული ძეგლების უმეტესობა მიწისძვირის შედეგად განადგურდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეპალელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

კატმანდუში, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოალაქეეები გადარჩენილებს ეძებენ.  © EPA 25.04.2015

ექიმები დაზარალებულებს დახმარებას საავადმყოფოს ეზოში უწევენ. კატმანდუ, ნეპალი © EPA 25.04.2015

მოქალაქეები ათვალიერებენ კატმანდუს ღირსშესანიშნაობას, დარაჰარას კოშკს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა. კატმანდუ, ნეპალი © EPA 25.04.2015

კატმანდუში მოქალაქეები მიწისძვირის შედეგად დაშლილი სახლის ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. კატმანდუ, ნეპალი © EPA 25.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი