ახალი ამბები

პრემიერი: ოლიმპიური ქალაქის 16 კორპუსი თამაშების დასრულების შემდეგ დევნილებს გადაეცემა

25 აპრილი, 2015 • 1034
პრემიერი: ოლიმპიური ქალაქის 16 კორპუსი თამაშების დასრულების შემდეგ დევნილებს გადაეცემა

”ყველამ კარგად იცით კომპანია ჰუალინგი, რომელიც უზამრაზარ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კერძოდ, თბილისში ეს არის 300 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ეს იქნება ოლიმპიური ქალაქი, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, და სადაც ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩვენ ამ 16 კორპუსს, თანამედროვე შენობებს გადავცემთ საკუთრებაში ჩვენს დევნილებს,”- განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.

 

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ოლიმპიურმა ქალაქმა 2015 წლის 26 ივლისს 49 ქვეყნის 14-18 წლის 3800 სპორსტმენი უნდა მიიღოს. გასული წლის აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  ”ჰუალინგთან” დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

 

სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, – იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს დღეს ქუთაისში გააცნო. გარდა ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ ქუთაისის ”ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნას. პრემიერი ამბობს, რომ ეს 30-წლიანი პროექტია და 2020 წლამდე ამ პროექტის ფარგლებში ქითაისში 30-მილიონიანი ინვესტიცია განცხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი