ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

22 აპრილი, 2015 • • 1499
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები 9 ივლისს ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება.

 

ცენტრის ინფორმაციით, 19  საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  სტუდენტთა  საგრანტო კონკურსისათვის  4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, 12 500-ზე მეტი მსურველი.

 

აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება. ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.

 

სიახლეა ისიც, რომ გეოგრაფიის გამოცდაში ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იქნება ნაცვლად 70 ქულისა, ხოლო ისტორიის ტესტი 70-ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი