ახალი ამბები

რელიგია და მშვიდობა – რაზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე ბათუმში

18 აპრილი, 2015 • 2400
რელიგია და მშვიდობა – რაზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე ბათუმში

რელიგია და მშვიდობა – ბათუმში უკვე მეორე დღეა საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც ქართველ მუსლიმთა კავშირია.  ფორუმში მონაწილეობას იღებს ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული არაერთი სასულიერო პირი, ასევე, ცნობილი თეოლოგები. სპეციალურად ფორუმზე დასასწრებად ბათუმში იმყოფება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ფორუმის ფარგლებში დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში“. ქართველ მუსლიმთა კავშირის ინფორმაციით, დღევანდელ ფორუმზე მრავალ თემაზე ისაუბრეს, მომხსენებლებს შორის იყო ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც. „ამერიკის ბაპტისტი ქალების” წარმომადგენელმა ისაუბრა ქალების როლზე მშვიდობის მშენებლობაში, ქალების როლზე რელიგიური თუ სხვა სახის შემწყნარებლობის დამკვიდრებაში.

უკრაინის მუფთის, საიდ ისმაილოვის მოხსენების თემა იყო ქრისტიანულ-მუსლიმური დიალოგი და თანამშრომლობა უკრაინაში – ისტორია და თანამედროვე ეტაპი.

ამერიკული საბჭოები – “Open World”-ის წარმომადგენელმა, მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია “Open World”-ისა და აშშ-ში სასწავლო ტურის შესახებ. მან ისაუბრა ამერიკულ ტოლერანტობაზე და დასძინა, რომ პრობლემები, რომელთა წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, აშშ-მაც გამოიარა და ჩვენ მის გამოცდილებაზე დაკვირვებით უნდა შევეცადოთ ისეთივე კარგი შედეგის მიღწევას, როგორიც დღევანდელ აშშ-შია.

დოქტორი მუჰამედ შაფიქიმ თავის მოხსენებაში ისაუბრა „რელიგიურ დიალოგზე, მის სახეებსა და მნიშვნელობაზე“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ისლამთმცოდნე პროფესორის აბესალომ აბრამიძის თემა იყო „ისლამოფობია: მითი თუ რეალობა?!“ მომხსენებელმა რიტორიკულ კითხვას თავადვე უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში ისლამოფობიას ადგილი არ აქვს.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფო პოლიტიკაზე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რელიგიების მიმართ. მისი თქმით, უმთავრესია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიზანია შეინარჩუნოს თანასწორუფლებიანი და ტოლერანტული გარემო ქვეყანაში.

ზაზა ვაშაყმაძე

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისაუბრა რელიგიურ შემწყნარებლობაზე ქართულ ისტორიულ გამოცდილებაში. მისი თქმით, სახელმწიფოში არსებულ ყველა რელიგიურ კომპენსიას აქვს თანაბარი უფლებები და თანაბარია სახელმწიფოს წინაშე. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება ის მშვიდობაა, რომლისთვისაც უნდა იბრძოდეს მსოფლიო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა“ გაიხსნება ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ კონფერენცია „ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა“ მიმდინარეობს. ღონისძიება წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და რელიგიების როლის წარმოჩენას მშვიდობის საკითხში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი