ახალი ამბები

“მოსამართლეთა ერთობის” საიტი ჰაკერებმა გატეხეს

16 აპრილი, 2015 • • 1060
“მოსამართლეთა ერთობის” საიტი ჰაკერებმა გატეხეს

ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს შემდეგი ტექსტი ხვდება: „HackeD By El Moujahidin, Tell Your Gov , To Know About Palestine, We Will Countinue Hacking The Sites, To Send The Message Of Our Palestine And All Arabs, We Dont Accept Killing Muslims Evry Where , Stop Killing US, We Are El Moujahidin Team And ,We Will Not End This War … Will Be For Us, Insha Allah”.

 

მოსამართლეთა ერთობის განცხადებით, ანლოგიური ტექსტი დხვდა ვებგვერდის ადმინისტრატორსაც. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიმართავს შესაბამის უწყებებს, რათა დადგინდეს ვებგვერდის მწყობირდან გამოსვლის მიზეზები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ასოციაცია “საქართველოს მოსამართლეთა ერთობაში” გაწევრიანებულია 47 მოქმედი და ყოფილი მოსამართლე. ის 2013 წლის 4 ივნისს დაფუძნდა.

 

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესის დახვეწა, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება, მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცების მხარდაჭერა, საზოგადოების ინფორმირება და სამართლებრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

მოსამართლეთა ერთობის საიტი ჰაკერებმა გატეხეს
მოსამართლეთა ერთობის საიტი ჰაკერებმა გატეხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი