ახალი ამბები

ზაზა ფაჩულიას ისტორიული შედეგი NBA-ში [ვიდეო]

21 მარტი, 2015 • • 1226
ზაზა ფაჩულიას ისტორიული შედეგი NBA-ში [ვიდეო]

“ეს გახლავთ სრულიად ნბა-ს მასშტაბით ისტორიული შედეგი. მეტოქის ფარზე აქამდე 18 მოხსნა მხოლოდ დენის როდმანს და ჩარლზ ოკლის ჰქონია. ეს შედეგი ნბა-ს ისტორიაში მესამედ ითვლება, ხოლო ამაზე მეტი მხოლოდ მოზეს მელოუნს მოუხვეჭავს – ერთხელ 19 და ერთხელაც – 21. ზაზამ კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა ისეთი, რომელშიც 2 მაჩვენებელში 20 სტატისტიკურ ერთეულს მიაღწია (და გადააჭარბა კიდეც). ფაჩულიას კარიერის რეკორდად 27 ქულა ითვლება, რომელიც ქართველმა ცენტრმა 2007 წლის 7 მარტს „ვაშინგტონთან” მოაგროვა, თუმცა სათქმელია, რომ ზაზას წლებია, 20-ქულიანი ბარიერისთვის არ მიუღწევია. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 40 წუთი გაატარა”, – იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესცენტრი.

 

ფაჩულიას მილოუკი ბრუკლინთან – 127:129 დამარცხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი