ახალი ამბები

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს

20 მარტი, 2015 • • 1899
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს

იურისტი მერაბ ტურავა 1999 წლიდან მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, 2000–2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005 წელს მერაბ ტურავამ, ნინო გვენეტაძემ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულეს. მათ თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა.

 

დღეს ნინო გვენეტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია, ხოლო ტურავა- საკონტიტუციო სასამართლოს წევრად.

მერაბ ტურავა, ფოტო: რადიო1
მერაბ ტურავა, ფოტო: რადიო1

მასალების გადაბეჭდვის წესი