ახალი ამბები

Naec: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

17 მარტი, 2015 • 4519
Naec: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 17 მარტს, 18:00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყო და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდა. აპლიკანტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს (www.naec.ge; online.naec.ge);

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი. კერძოდ: 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება; გეოგრაფიის გამოცდაში ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათსა და 30 წუთამდე შემცირდება, ტესტის მაქსიმალური ქულა კი იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა); ისტორიის ტესტი 70-ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა, არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი