ახალი ამბები

კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

17 მარტი, 2015 • • 1154
კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

დეპარტამენტის ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

 

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

 

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოს აიკრძალა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ფოტო– საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ფოტო– საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი