ახალი ამბები

პრემიერი რეგიონებში ჩასვლასა და იქ მიმდინარე პროექტების გაცნობას აპირებს

11 მარტი, 2015 • • 1105
პრემიერი რეგიონებში ჩასვლასა და იქ მიმდინარე პროექტების გაცნობას აპირებს

“ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვაპირებთ, რომ მომავალი კვირიდან დავიწყოთ გასვლითი ღონისძიებები. პირველი შეხვედრა გვექნება სამცხე-ჯავახეთში. შემდეგ პირადად ჩავალ ყველა რეგიონში, ამ პროგრამის მაქსიმალურად დასაჩქარებლად. ჩვენთვის მთავარი არის განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა მივიღოთ ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. აქვე უნდა დავაფიქსირო, შემცირება არ უნდა შეეხოს არც ერთ შემთხვევაში სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ  გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის თითო თეთრი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა საქართელოს რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათთან ერთად უნდა განიხილოს ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის ათვისებისა და პროექტების სწრაფად განხორციელების საკითხები: პროექტირება, სამუშაოების შესრულება, დაგვიანებები და ექსპერტიზა, ტენდერების ჩავარდნები, კომპანიების არასწორი შერჩევა, პროექტებისა და სამუშაოების ცუდი ხარისხი, ვადების დარღვევა, უმოქმედობა, პასუხისგებლობის არაღება, პრობლემები ტენდერების გამოცხადების ეტაპზე.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი