ახალი ამბები

ანონსი – 26 თებერვალი

26 თებერვალი, 2015 • • 1809
ანონსი – 26 თებერვალი

10:30 საათზე “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან, კოალიციის გაძლიერებასთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

11.00 საათზე, ევროპის სახლის საკონფერენციო დარბაზში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

 

11:30 საათზე იურისტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი კობა კობახიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” აჭარის საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე, აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

თემა: რა მასალაბი ჰქონდა მიტანილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნინო გვენეტაძის საკითხის განხილვისას ის სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა ვახტანგ ხმალაძემ სიტყვის უფლება არ მისცა და კომიტეტი დაატოვებინეს.

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე პრესკონფერენციას გამართავს,

თემა: ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროცესები

 

 

12:00 საათი – პირველის პრესკლუბში  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს.

 

თემა:  ,,ეროვნული ბანკის ქმედებები ლარის კურსის ცვლილების არაადეკვატურია.’’

 

12:00 საათი – თელავის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო „ძველ თელავში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების” 6 თვიანი კამპანიი პრეზენტაციას გამართავს.

 

12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები მერაბ გეგია, გია ჭუბაბრია  და ნინო მაჭავარიანი  გამართავენ.

 

თემა: კულტურის სამინისტროში დიდი ოდენობით თანხების მითვისება და ნეპოტიზმის ფაქტები. 

 

13:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, კომერციული ბანკების მიერ ინდივიდუალური გრაფიკის შეთავაზება რამდენად ეფექტური იქნება მომხმარებლისთვის.

 

15:00 საათი -„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ქარელის IIსაჯარო სკოლაში ქარელის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.

 

15:00 საათი -„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ოზურგეთის Iსაჯარო სკოლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი