ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი უცხოური კომპანიების პერსონალის ნაციონალიზაციის პოლიტიკას ახორციელებს

23 თებერვალი, 2015 • 1167
აზერბაიჯანი უცხოური კომპანიების პერსონალის ნაციონალიზაციის პოლიტიკას ახორციელებს

მაჰმუდოვი აცხადებს, რომ პერსონალის ნაციონალიზაციის პოლიტიკა განხორციელდა აზერბაიჯანში მოქმედ ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა BP, Hulliburton და სხვები. მისი თქმით, თუ 2013 წლისთვის აზერი-ჩირაგი-გუნაშლის პროექტში დასაქმებული ადგილობრივი მუშების რაოდენობა პროექტის მთლიანი პერსონალის 75%-ს შეადგენდა, დღეს, პერსონალის ნაციონალიზაციის პოლიტიკის შედეგად, ამ მაჩვენებელმა 78%-ს მიაღწია.

 

მაჰმუდოვმა აღნიშნა, რომ პერსონალის ნაციონალიზაციის პოლიტიკის შედეგად, 2018 წლისთვის სხვადასხვა პროექტებში დასაქმებული ადამიანების 92-95% ადგილობრივი კადრი იქნება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი