ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: შეთანხმების პროექტი ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს

19 თებერვალი, 2015 • 1143
თიბილოვი: შეთანხმების პროექტი ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს

თიბილოვის თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, ხელს შუწყობს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას.

 

“შეთანხმების პროექტი – ეს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური განაცხადია იმის შესახებ, რომ ის მზად არის დაიცვას თავისი მოკავშირეები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”, – განაცხადა თიბილოვმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტში არასოდეს ყოფილა საუბარი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფარგლებში შესვლასთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სამხრეთ ოსეთის გარე აგრესიისგან დაცვაა.

 

“პროექტის მიხედვით, აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხილული იქნება, როგორც აგრესია რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან. 

თიბილოვის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. მან განაცხადა, რომ 2016 წლიდან ხელფასები, დახმარებები და პენსიები ეტაპობრივად გაიზრდება და ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალურ ოლქში არსებული ზღვარს გაუთანაბრდება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი