ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სასამართლომ ლეილა იუნუსს პატიმრობა ხუთი თვით გაუხანგრძლივა

19 თებერვალი, 2015 • • 951
აზერბაიჯანში სასამართლომ ლეილა იუნუსს პატიმრობა ხუთი თვით გაუხანგრძლივა

მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, უფლებადამცველი ლეილა იუნუსი და მისი ქმარი, არიფ იუნუსი სახელმწიფო ღალატსა და ეკონომიკურ დანაშაულებებში არიან ბრალდებული. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. საერთაშორისო უფლებადაცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავენ, შეწყდეს იუნუსების მიმართ სისხლის სამართლის დევნა და ის პატიმრობიდან გათავისუფლდეს. 

ადვოკატის, ელჩინ გამბაროვის თქმით, სასამართლოს შეუძლია საშინაო პატიმრობით შეუცვალოს სასჯელი, მით უმეტეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია – “მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, არტერიული წნევის პერიოდული ცვლილება. ის მხოლოდ გერმანიის საელჩოს მიერ გამოგზავნილ წამლებს სვამს”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი