ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მოსკოვთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

17 თებერვალი, 2015 • • 1060
ცხინვალი მოსკოვთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

“ვიმედოვნებთ, ეს გააქარწყლებს საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გავრცელებულ ცილისწამებას, თითქოს მზადდება სამხრეთ ოსეთის “ანექსია”, “შთანთქმა”, “მიერთება”. მსგავსი ბრალდებები სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციას ემსახურება”, – ავრცელებს ინფორმაციას რეს-ი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.

 

რას ითვალისწინებს კონკრეტულად საზღვრის შესახებ შეთანხმება, განმარტებული არ არის.

 

განცხადებაში წერია, რომ ამჟამად მოსკოვსა და ცხინვალს შორის 25 შეთანხმებას მოეწერება ხელი, – მათ შორისა ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთნხმება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი