ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 200 თანამშრომელი გაათავისუფლეს

16 თებერვალი, 2015 • 1083
სომხეთში სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 200 თანამშრომელი გაათავისუფლეს

როგორც სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აშოტ აგარონიანმა “კავკაზსკი უზელს” განუცხადა, უწყების თანამშრომლები არ შეესაბამებოდნენ პროფესიულ მოთხოვნებს, რაც გახდა მათი გათავისუბლების ძირითადი მიზეზი.

 

“გთხოვთ განიხილოთ ეს ქმედება, როგორც რეფორმა პოლიციის სტრუქტურაში”, – განაცხადა აგარონიანმა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გაგიკ წარუკიანს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გამოცემა Tert.am-ის ინფორმაციით, სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შესაძლებელია ჩაანაცვლონ კერძო კომპანიის თანამშრომლებმა, თუმცა მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ.

 

12 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრობიდან იმის გამო ათავისუფლებს, რომ ის “ამომრჩევლების იგნორირებას ახდენს” და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. სომხეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

14 თებერვალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა წარუკიანი სომხეთის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი