ახალი ამბები

ბოკერია: ივანიშვილის გუნდი პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს

15 თებერვალი, 2015 • • 898
ბოკერია: ივანიშვილის გუნდი პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს

“ჩვენი მთავრობა ივანიშვილის გუნდი გვაჩვენებს, რომ საკუთარი პირადი, აბსოლუტურად არაადეკვატური ბოღმა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საქართველოს ინტერესები. მათ არ ესმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა არის საქართველოსთვის ბრძოლა და არც ის ესმით, რომ ჩვენი რეფორმების გამოცდილების ექსპორტი საქართველოს პრესტიჟის საკითხიც არის”, – განაცხადა ბოკერიამ.


საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების მისაღებად დაიბარეს. როგორც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, ეს ფაქტი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკავშირდება. საქართველოში სააკაშვილისთვის პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი