ახალი ამბები

თბილისში 210 ტროტუარზე პარკირება აიკრძალა

4 თებერვალი, 2015 • • 2005
თბილისში 210 ტროტუარზე პარკირება აიკრძალა

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით საკითხი შეისწავლეს და რამდენიმე ტროტუარზე “კრიტიკული მდგომარეობა” აღმოჩნდა.

 

„ავტომანქანების პარკირების შემდგომ იქ აღარ რჩებოდა ადგილი ფეხით მოსიარულეებისათვის. ტროტუარი თავისი პირდაპირი დანიშნულებით არის სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და არა ავტომანქანებისთვის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 210 პარკირების ადგილის გაუქმებასთან დაკავშირებით ტროტუარებზე, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერის თქმით, ტროტუარებზე, რომლის სიგანე სამ მეტრზე ნაკლებია, ავტომანქანების პარკირება აიკრძალება. დავით ნარმანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიან პარკირების ადგილებს ააშენებენ.

სითი პარკი
სითი პარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი