ახალი ამბები

ყალბი აშშ დოლარების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

4 თებერვალი, 2015 • • 1372
ყალბი აშშ დოლარების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გასაღების მიზნით შემოიტანეს 57 000 ყალბი აშშ დოლარი.


საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა 20 000 ყალბი აშშ დოლარი გასაღების ფაქტზე, ხოლო პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებული იქნა 37 000 ყალბი აშშ დოლარი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი