ახალი ამბები

ილია II: ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულს და ჩაგრავს ადამიანის გონებას

27 იანვარი, 2015 • 2256
ილია II: ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულს და ჩაგრავს ადამიანის გონებას

ილია II–მ ქადაგებისას განაცხადა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა გართობით არის გატაცებული.

 

“დღევანდელი ახალგაზრდობა, სამწუხაროდ, გატაცებულია გართობით. რა თქმა უნდა, ნაწილი შეგნებულია, ნაწილი ფიქრობს საქართველოზე, მაგრამ ვერ გაუკვლევია გზა სად არის. მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი, – აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა იფიქროს ჩვენმა ახალგაზრდობამ, არა ღამის ბარებზე და გართობაზე. ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულსა, ჩაგრავს ადამიანის გონებასა. აი, ამიტომ უნდა ერიდოს ჩვენი ახალგაზრდობა ასეთ გართობებს. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდებისა, სიბრძნე მისცეს ჩვენს ახალგაზრდობას,”– განაცხადა პატრიარქმა.

 

პატრიარქმა მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაულიც მიულოცა:

 

“საქართველოს ვულოცავ წმინდა ნინოს დიდ დღესასწაულს, დიდება და მადლობა უფალს, რომ საქართველოს მოუვლინა წმინდა ნინო, რომელმაც მოაქცია საქართველო,”– განაცხადა პატრიქრქმა.

 

წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოში 27 იანვარსა და 1 ივნისს აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი