ახალი ამბები

მარგველაშვილმა პოროშენკოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

26 იანვარი, 2015 • • 897
მარგველაშვილმა პოროშენკოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუნდაც ომის პირობებში, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს და ის არ უნდა დარჩეს საერთაშორისო რეაგირების გარეშე.

 

საქართველო კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედოვნებს, რომ უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს.

 

გთხოვთ, ქართველი ხალხისა და ჩემი სახელით სამძიმარი გადასცეთ დაღუპულ ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, – წერია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი