ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური: ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა

26 იანვარი, 2015 • • 1479
ვახტანგ გომელაური: ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემთვის უცხო არ არის. ჩემი 20-წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს სწორედ შსს-ში მოღვაწეობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობა და ხელმძღვანელობა მომიწია. ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა და თქვენი იმედები გავამართლო”, – განაცხადა გომელაურმა.


ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტან გომელაური - 26.01.15
ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტან გომელაური – 26.01.15

 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა, რომელიც მანამდე ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილე იყო.

 

პოლიციის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გომელაური დაიბადა 1975 წელს ქალაქ თბილისში.

 

2001 წელს დაამთავრა  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

 

2013 წლიდან დღემდე მუშაობდა შს მინისტრის მოადგილედ; 2013 წლამდე პრემიერ მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო; 2002 წელს მუშაობდა დაცვის პოლიციაში; ხოლო 1994 წელს იყო სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.

 

ბიოგრაფიის მიხედვით, გომელაური ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი